გააზიარე
პროექტის შესახებ

პორტალი CheckNet-ი განკუთვნილია ნებისმიერი მომხმარებლისთვის. პორტალის გამოყენება უფასოა.

პორტალი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს:

შეამოწმონ ქართული ვებგვერდების ისტორია და გაიგონ, თუ რა სახის უსაფრთხოების პრობლემები ფიქსირდებოდა მათზე სხვადასხვა დროს;

ვებგვერდების ჩანაწერების ისტორიის ნახვით მიიღონ ინფორმაცია კონკრეტულ ვებგვერდზე არსებული პრობლემის შესახებ. მაგალითად, „Deface“, „Phishing“ და „Malicius Code“;

შეამოწმონ საკუთარი IP მისამართები და მიიღონ ინფორმაცია მათი ინფიცირებისა ან სხვადასხვა შავ სიაში მოხვედრის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

პორტალი CheckNet-ი ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. პორტალის გამოყენება უფასოა.

რესურსი შექმნილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ © 2015